ნინო წილოსანმა ბეგი სიხარულიძეს იუბილე მიულოცა

ლანჩხუთსა და ჩოხატაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო წილოსანმა 70 წლის იუბილე მიულოცა საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ვეტერან ფეხბურთელს,  ბეგი სიხარულიძეს.
„ჩვენი სახელოვანი კლუბის სახელოვან წარმომადგენელს გილოცავთ ამ თარიღს და მადლობას გიხდით იმისთვის, რაც ჩვენი „გურიისთვის“ გააკეთეთ და დღესაც აკეთებთ,“ – მიმართა ნინო წილოსანმა იუბილარს.
შეხვედრას ლანჩხუთის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, „გურიის“ ყოფილი კაპიტანი თემურ ჩხაიძეც  ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები