იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს თარიღი უკვე ახლოსაა

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველო და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და ვიცი, რამდენ ქართველს სურს ეს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განუცხადა.
როგორც ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი მოხარულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას გუშინ მხარი დაუჭირა.
​„მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველო და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და ვიცი, რამდენ ქართველს სურს ეს. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ პროცესი წინ მიიწევს. მაგრამ გუშინდელი გადაწყვეტილება არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, თუმცა ნაბიჯი რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას გვაახლოებს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესი წინ მიიწევს. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საკითხის მნიშვნელობას სრულად ვაცნობიერებთ. კონკრეტულ თარიღზე თუ მეკითხებით, ვერაფერს გიპასუხებთ, მაგრამ თუ მეკითხებით, მაქვს თუ არა იმედი, რომ ეს თარიღი უკვე ახლოსაა, გეტყვით რომ ახლოსაა“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები