თეა წულუკიანი: 2012 წელთან შედარებით საარჩევნო გარემო ბევრად თავისუფალი და მშვიდია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს და აცხადებს, რომ 2012 წელთან შედარებით საარჩევნო გარემო ბევრად თავისუფალი და მშვიდია.
„წინასაარჩევნო კამპანია რაც ჩვენ შევაფასეთ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში 2012 წელთან შედარებით გამოირჩეოდა საოცარი თავისუფლების ხარისხით მთავრობის მხრიდან ხელშეწყობილი ყველა პარტიის სასარგებლოდ. პრობლემები რა თქმა უნდა გამოიკვეთა.
მომავალში კიდევ უფრო კარგად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კიდევ უფრო მაღალი თავისუფლების და სიმშვიდის ხარისხი ვაჩვენოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები