ექსპერტი: ნივთიერება, რომელიც გამოყენებული იყო თარგამაძის ავტომანქანის ასაფეთქებლად, ყველასთვის ხელმისაწვდომია

“დაგეგმილი იყო თუ არა ავტომანქანაში ადამიანების ლიკვიდაცია, ამაზე საუბარი რთულია”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტ-კრიმინალისტმა, ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა.
ესპერტი მიიჩნევს, რომ დახურულ სივრცეში მომხდარი აფეთქების დროს მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა. მისი ვარაუდით, აფეთქება ყველასათვის ხელმისაწვდომი ნივთიერებით მოხდა.

“სათვალთვალო კამერების ჩანაწერების და აფეთქების ტრაექტორიის მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფეთქების დროს გამოყენებული იყო ისეთი მასალა, რომელსაც სამხედრო დანიშნულების და საბრძოლო მოქმედებებების დროს იყენებენ, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა შეუძლებელია ე.წ. ტროტილის გარეშე, ეს ტროტილი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია. გამოიყენება სამრეწველო დანიშნულებისთვისაც. გაიჟღერა, რომ დისტანციური მართვის მოწყობილობიდან მოხდა აფეთქება, თუმცა ამას ძიება დაადგენს და სჭირდება მტიკიცებულებები. სავარაუდოდ, არ იყო დაგეგმილი დიდი მსხვერპლი, რადგან დახურულ სივრცეში მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა“, – განაცხადა “კვირას” პრესკლუბში ზაზა ალთუნაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნვთიერებები შემორჩენილია დღემდე და მოსახლეობაშიც მოიძებნება.

ექსპერტი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს და საბოლოო პასუხს გამოძიებისგან ელოდება.

“დაზიანებების გათვალისწინებით, გამოყენებული იყო ის მასა, რომელიც ფაქტიურად შესაძლებელს გახდიდა ის შედეგი დამდგარიყო, რაც დადგა, ამიტომ იმის დადგენა, რა მოცულობის ნივთიერება იქნა გამოყენებული, ცოტა რთულია. დაახლოებით საუბარია 100-150 გრამის ოდენობის ტროტილზე“, -განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.

ექსპერტი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ მომხდარი გივი თარგამაძეს სცოდნოდა, რადგან მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში თარგამაძე დაზღვეული არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები