კახა კალაძე – უახლოეს მომავალში დაიწყება ამ პროექტის გაფართოება, დღეს, ძალიან ბედნიერი ვარ

შიდა ქართლში, ქარის პირველი ელექტროსადგური “ქართლი” ამუშავდა. ელექტროსადგურის გახსნას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, კახა კალაძე დაესწრო.
კალაძის თქმით, ელექტროსადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას უახლოეს დღეებში დაიწყებს .
“მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, რადგან პირველი პროექტი, ქარის ელექტროსადგურისა, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, არის დასრულებული. უახლოეს მომავალში დაიწყება ამ პროექტის კიდევ უფრო გაფართოება, განვითარება.
ელექტროსადგური უახლოეს დღეებში დაიწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას, არის ტესტირების რეჟიმში. ძალიან მალე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ამ ულამაზესი პროექტიდან გამომუშავებული ელექტროენერგია მიიღოს და მოიხმაროს.
მივესალმებით ასეთი პროექტების განხორციელებას და ხელს შევუწყობთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში, ასეთი პროექტების შესაძლებლობა კიდევ უფრო გავზარდოთ “, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, შიდა ქართლში ქარის პირველი ელექტროსადგური “ქართლი” ამუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები