სუსი: მიღებული იქნა სასამართლოს განჩინება “თავისუფალი ზონის” წევრთა იძულებით მოყვანაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის“ რამდენიმე წევრი დაკითხვაზე დაიბარა.
„თავისუფალი ზონის“ წევრები – მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ საგამოძიებო დანაყოფში, რის გამოც მიღებული იქნა სასამართლოს განჩინება იძულებით მოყვანაზე მოწმის სახით დაკითხვის მიზნით”, – აცხადებენ სუსში.