უამინდობის გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

  უამინდობის გამო ამერიკის სამ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის მიზეზი მძიმე მეტეოროლოგიური პირობებია. ნიუ- იორკის, ნიუ – ჯერსისა და დელავერის შტატების ხელისუფლება მოსახლეობას ტემპერატურის მკვეთრი დაცემისა და მოსალოდნელი ქარბუქის შესახებ აფრთხილებს. არქტიკული შტორმის შემდეგ, ისევ თოვლით არის დაფარული ჩიკაგო, ბოსტონი, ვაშინგტონი და ფილადელფია. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, უამინდობის გამო უკვე 4 000-მდე ავიარეისი გადაიდო. ხოლო კონექტიკუტის, ვირჯინიის, კენტუკისა და ნიუ- ჯერსის შტატებში, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებები დროებით დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები