როგორ გამოიყურება ქართველი „კანონიერი ქურდების“ საფლავები
რუსული მედია ქართველ „კანონიერ ქურდებს“ იხსენებს. მედიის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების კრიმინალური ავტორიტეტებიდან ყველაზე „მანათობლები“ ქართველი ქურდები იყვნენ. მათგან ხაზგასმითაა აღნიშნული კრიმინალურ წრეებში ყველაზე პატივსაცემი ავტორიტეტი, მეტსახელად „ძედ ხასანი“, 2013 მოკლული „ძედ ხასანი“ „კანონიერი ქურდების“ წრეებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით სერიოზულ ავტორიტეტს წარმოადგენდა.
როგორც რუსული მედიასაშუალება წერს, 90-იან წლებში საქართველოში „კანონიერი ქურდები“ დიდი სახელით და გავლენით სარგებლობდნენ, მათ შორის სამაგალითოდ კი ჟურნალისტი ჯაბა იოსელიანს ასახელებს, რომელმაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა. რუსული მედიის განცხადებით, 2004 წლიდან „ქურდებს“ საქართველოში სერიოზული პრობლემები შეუქმნა ხელისუფლებამ, რის გამოც მათი ნაწილი პატიმრობაში აღმოჩნდა, ნაწილს კი ქვეყნის დატოვება მოუხდათ. მათმა უმეტესობამ თავი რუსეთის ფედერაციას შეაფარა. გარდაცვლილ „კანონიერ ქურდებს“ საქართველოში პომპეზური საფლავები გააჩნიათ. რამდენიმე მათგანის უკანასკნელ სამყოფელთან მათი ქანდაკებებია აღმართული.[divider] Insert you content here [/divider]
1. ფოტოზე გამოსახულია „კანონიერი ქურდის“ გიორგი მანაგაძის, მეტსახელად „გია ქუთაისკის“ საფლავი ქალაქ ქუთაისში. გიორგი მანაგაძე 2010 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.[divider] Insert you content here [/divider]
2. გარდაცვლილის მონუმენტია აღმართული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ნიკოლოზ თუთბერიძის მეტსახელად „მაცის“ საფლავზე. თუთბერიძე მშობლიურ ქუთაისში, „ავანგარდის“ უბნის სასაფლაოზეა დაკრძალული. „კანონიერი ქურდი“ 2003 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.[divider] Insert you content here [/divider]
3. ფოტოზე ხელმარცხნივ გამოსახულია „კანონიერი ქურდის“ ვახტანგ (ვახო) ხატისკაცის, საფლავი ქალაქ ქუთაისში, „საფიჩხიის“ სასაფლაოზე. ვახტანგი 2008 წელს გულის შეტევით გარდაცვალა. ის დაკრძალულია მისი ძმის, თემურის გვერდით. ფოტოზე გამოსახული მეორე საფლავი, ხელმარჯვნივ, კრიმინალური ავტორიტეტის ძმას ეკუთვნის. მისი ძმა ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. საფლავის ქვის წინ შესამჩნევია სახასიათო ვარსკვლავი.[divider] Insert you content here [/divider]
4. საფლავის ქვაზე აღბეჭდილია „კანონიერი ქურდის“ ზურაბ ლაცაბერიძის, მეტსახელად „ლოსკას“ პორტრეტი. საფლავი ქუთაისში, „საფიჩხიაზე“ მდებარეობს. „ლოსკა“ 1993 წელს გარდაიცვალა.[divider] Insert you content here [/divider]
5. „კანონიერი ქურდის“ შოთა გაგუას საფლავი, ქუთაისთან ახლოს ქალაქ ხონში. შოთა გაგუა 1996 წელს ენგელსში მოკლეს.[divider] Insert you content here [/divider]
6. კრიმინალური ავტორიტეტის ბაგრატ უგულავას, მეტსახელად „ბათუს“ საფლავი, ქუთაისში, „საფიჩხიაზე“. ბაგრატი 1996 წელს ამსტერდამში მოკლეს.[divider] Insert you content here [/divider]
7. ბიუსტი გარდაცვლილი „კანონიერი ქურდის“ ავთანდილ ჩიხლაძის, მეტსახელად „კვეჟოს“ საფლავზე. საფლავი ქუთაისში მდებარეობს. „კვეჟო“ 1994 წელს მოსკოვში, საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს.[divider] Insert you content here [/divider]
8. ფოტოზე გამოსახულია „კანონიერი ქურდის“ თეიმურაზ სინათაშვილის, მეტსახელად „მაფიას“ საფლავი. „მაფიას“ უკანასკნელი სამყოფელი ქუთაისში „საფიჩხიის“ სასაფლაოზეა. თეიმურაზი 2013 წელს კუჭის წყლულით, მოსკოვში გარდაიცვალა.[divider] Insert you content here [/divider]
9. ასე გამოიყურება ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ანზორ კვირკველიას, მეტსახელად „გოგიტას“ საფლავი, „ოგასკურას“ სასაფლაოზე ქუთაისში. ანზორ კვირკველია ჩებოკსარში 1997 წელს მოკლეს.[divider] Insert you content here [/divider]
10. ფოტოზე ასახულია „კანონიერი ქურდის“ რევაზ ციციშვილის, მეტსახელად „ციცქას“ საფლავი. საფლავი ქუთაისში „ოგასკურას“ სასაფლაოზე მდებარეობს. ციციშვილი 2001 წელს გულის უკმარისობით, ხაბაროვსკში დაიღუპა.[divider] Insert you content here [/divider]
11. „კანონიერი ქურდის“ რევაზ გვინცაძის, მეტსახელად „რეზო ბათუმსკის“ სასაფლაო ქუთაისთან ახლოს, ქალაქ ხონში. გვინცაძე 1994 წელს ეკატერინბურგში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
მოამზადა ცირა შერგელაშვილმა