ჩრდილოეთის ზღვაში BP-ის ჭაბურღილზე ავარიის შედეგად ზღვაში 100 ტონა ნავთობი ჩაიღვარა

კომპანია BP-ის ჭაბურღილზე ჩრდილოეთის ზღვაში მომხდარი ავარიის შედეგად ზღვაში 100 ტონა ნავთობი ჩაიღვარა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ BP-ში განუცხადეს.
ავარია შოტლანდიის სანაპიროდან 75 კილომეტრში მოხდა. ნავთობი ზღვაში ერთი საათის განმავლობაში იღვრებოდა.
საჰაერო დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ნავთობის ლაქა ჩრდილოეთით, სანაპიროს მიმართულებით მოძრაობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები