ლადო სადღობელაშვილი: ვერაზე “მხედრიონელები” აქტიურობენ – ნიკა და ჟორიკა რურუას ხელის ბიჭები

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყურადღებით მიადევნოს თვალი ვერაზე მიმდინარე პროცესებს! ფაქტია, რომ დღეს ვერაზე მხედრიონელები, კრიმინალები აქტიურობენ, რომლებმაც ერთხელ უკვე გადაწვეს თბილისი და ტყვია ესროლეს საქართველოს დამოუკიდებლობას“, – ამ სიტყვებით მიმართავს ხელისუფლებას „თავისუფალი თაობის“ ლიდერი და მთაწმინდის უბანში „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო სადღობელაშვილი. როგორც ლადო სადღობელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მთაწმინდის რაიონში საარჩევნო გარემოს ნიკა რურუა, მისი ძმა – ჟორიკა რურუა და ყოფილი „მხედრიონელები“ აკონტროლებენ. ლადო სადღობელაშვილი გამოცემასთან ნიკა და ჟორიკა რურუების წარსულს იხსენებს და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე საუბრობს. „მთაწმინდის რაიონში ჩემი ერთ-ერთი კონკურენტი გახლავთ „ნაცმოძრაობის“ წევრი და სააკაშვილის კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა. ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: ბატონი ნიკოლოზისა და მისი ძმის ჟორიკა რურუას გარშემო იკრიბებიან ძველი „მხედრიონელები “, ე.წ. ვერის საძმოს ბიჭები, კრიმინალები, რომლებმაც ერთხელ უკვე დააქციეს საქართველო! გამოვყოფ ორ მათგანს- დავით ჯაფარიძესა და მამუკა მურუსიძეს, რომლებიც ცნობილი კრიმინალები და ჟორიკა რურუას ხელის ბიჭები არიან. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყურადღებით მიადევნოს თვალი ვერაზე მიმდინარე პროცესებს! ფაქტია, რომ დღეს ვერაზე „მხედრიონელები“, კრიმინალები აქტიურობენ, რომლებმაც ერთხელ უკვე გადაწვეს თბილისი და ტყვია ესროლეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ახლა მინდა, საგანგებო განცხადება გავაკეთო: მთელმა თბილისმა იცის, რომ ნიკა რურუამ, მისმა ძმამ ჟორიკა რურუამ 1992 წელს, გაზაფხულზე თბილისში თორაძეების ოჯახი ამოწყვიტეს! თუმცა, არ ვიცი, პირადად ნიკა რურუამ ესროლა თუ არა თორაძეებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს უბინძურესი დავალება ნიკა და ჟორიკა რურუების დაქვემდებარებაში მყოფმა „ვერის საძმომ“ აღასრულა. სხვათა შორის, ამ საქმეს დავით კეკუა იძიებდა, რომელიც მაშინ დამწყები გამომძიებელი იყო და როგორ წარიმართა მისი ბედი, მთელმა ქვეყანამ იცის – კეკუა ციხეში მოკლეს! რურუები აქტიურად მონაწილეობდნენ გია ჭანტურიას მკვლელობასა და ბარამიძეების ოჯახის გაუბედურებაშიც… ნიკა და ჟორიკა რურუების ბანდას, რომელიც არავის ემორჩილებოდა, „ბოროტებს“ ეძახდნენ“, – აცხადებს ლადო სადღობელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ცნობისათვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა რურუას განცხადებით, მისი შტაბის უფროსი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, დაკავებულია დავით ჯაფარიძე. დავით ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია“კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 236 – ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები