“მშვენივრად ვიცი, კვლევების რეალური შედეგები რაც არის და არა ის, რასაც ხატავს „რუსთავი 2“

“მშვენივრად ვიცი, კვლევების რეალური შედეგები რაც არის და არა ის, რასაც ხატავს „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “GDS”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სხვა პარტიებთან შედარებით, პარლამენტში „ქართული ოცნების“ სამჯერ მეტი დეპუტატი შევა. მისივე თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებში დომინანტი „ქართული ოცნება“ იქნება.
„მე მშვენივრად ვიცი, კვლევების რეალური შედეგები რაც არის და არა ის, რასაც ხატავს „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“. „ქართული ოცნება“ იქნება დომინანტი ამ არჩევნებში. „ქართული ოცნების“ ორნახევარჯერ და სამჯერ მეტი დეპუტატი შევა პარლამენტში, სხვა პარტიებთან შედარებით, იქნება ეს „თავისუფალი დემოკრატები“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“. არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ.
შესაძლოა, სხვა პარტიამაც მოახერხოს წინ გაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია საყვედური, ბევრია კრიტიკა, ბევრს არ მოსწონს. მძიმეა ის შედეგიც, რისიც მეც უკმაყოფილი ვიყავი, რომ 50 პროცენტი ისევ ფიქრობს და დღემდე ვერ მოუფიქრებია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიმართულებით წარმატებები აჩვენა „ქართულმა ოცნებამ”. ძირითადი ნაწილი მოსახლეობისა მაინც სწორ დასკვნებს აკეთებს.
​ჩვენ ევროპისკენ მივდივართ და ყველაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახერხა და შეაფასა ეს ამ რთულ პერიოდში. ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ და ხარისხობრივად გავიზარდეთ. ეს არჩევნები იქნება ამის დასკვნა, საზოგადოებაც დარჩება ამით კმაყოფილი“, – დასძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები