რა შემთხვევაში გაჩნდება რევოლუციის საფრთხე? – მამუკა არეშიძის პროგნოზი

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, თუ ,,ნაციონალური მოძრაობა” თავის გარშემო უკმაყოფილო პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციას მოახერხებს, შესაძლოა რევოლუციური პროცესები დაიწყოს.
ამის შესახებ ექსპერტმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.
“მე არ ვიცი როგორ მოიქცევა ხელისუფლება. არ ვიცი, როგორ მოიქცევა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მთელი ეს პერიოდი თავის აღშფოთებას ბალიშის ქვეშ მალავდა. როგორ მოიქცევიან თვითონ რევოლუციის მოსურნენი, როგორ მოიქცევიან ჩვენი პარტნიორები დასავლეთში, როგორ მოიქცევა რუსეთი.
უპირობოდ ვპროგნოზირებ, რომ რევოლუციური პროცესები დაიწყება ერთ შემთხვევაში – თუ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა თავის გარშემო დანარჩენი უკმაყოფილო პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია. სხვა შემთხვევაში, რევოლუციის საფრთხე არ იქნება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები