3 ოქტომბერი

10:30
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, გლდანის პროფესიულ კოლეჯში პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრება. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბრიდან დაიწყება და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მისამართი: გლდანის პროფესიული კოლეჯი (ხიზანიშვილის ქუჩა)
11:00
“რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599 72 65 65
11:00
კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე “საქართველოს ყრუთა კავშირთან” არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ლილეს”, ახალი წეროვანის დევნილ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის “ივერია” და ხალხური საკრავებისა და სიმღერის ანსამბლის – “მომავალი თაობა” წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
11:00
NEW
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) ნუნუ ოვსიანიკოვა ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია.
11:30
“ქართული ოცნების” წარმომადგენელი და პარტიული სიის წევრი ნუკრი ქანთარია პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599 72 65 65

12:00
“მემარცხენე ალიანსის” ლიდერი კახა ძაგანია, პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შალვა ნათელაშვილის ფინანსური მაქინაციები. გამოქვეყნდება ოფიციალურ დოკუმენტები, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ ხარჯავდა ნათელაშვილი 1 თვის მივლინებაში 78 ათას ლარს და სხვა. მისამართი: იპოლიტე ხვიჩიას ქ. #17
12:00
“პირველის პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 01 82 49 ეკა
12:00
NEW
“რეპორტიორის” პრეს-კლუბში, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს.
15:00
NEW
ყაზბეგის გამზ. N27-ში კომპანია “გალფის” ხელმძღვანელები საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად “გალფის სკვერს” ოფიციალურად გახსნიან. მისამართი: ყაზბეგის

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები