ისრაელმა თურქეთს კომპენსაციის სახით, 20 მილიონი დოლარი გადასცა

ისრაელმა თურქეთს კომპენსაციის სახით, 20 მილიონი დოლარი გადასცა. ეს თანხა 2010 წელს ღაზას სექტორში მიმავალ თურქულ გემზე ისრაელელი სამხედროების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თურქი მეზღვაურების დაღუპვის გამო კომპენსაციის სახით არის გადახდილი. ამით იერუსალიმმა ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზების ერთ-ერთი მთავარი პირობა შეასრულა.
როგორც სააგენტო „ფრანს პრესს“ თურქეთის იუსტიციის სამინისტროში აცნობეს, ეს ფული თურქეთში უკვე გადაირიცხა. ანკარა კომპენსაციას დაღუპულთა ოჯახებს გადასცემს.
თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ შეთანხმება 28 ივნისს იყო ხელმოწერილი. ამით ანკარა-იერუსალიმის 6-წლიან დაპირისპირებას ბოლო მოეღო.
უახლოეს მომავალში ისრაელში თურქეთის ელჩის დანიშვნა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები