1 ოქტომბერი

11:00
 პორტალ “კვირას” პრესკლუბში ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი სკანდალურ განცხადებას გააკეთებს.
12:00
მოხუცთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართება და მოქალაქეები სპეციალურ პეტიციას მოაწერენ ხელს. პეტიცია და ხელმოწერები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პატრიარქს გადაეგზავნება. საკონატქტო ნომერი: 591 01 82 20
12:00
თელავში, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდება. კაფსულას, ახალი სასახლის ტერიტორიაზე სპორტისა და ახაგაზრობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილი და ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ერთად მოათავსებენ.
13:00
კინოთეატრ “რუსთაველში” რეჟისორ ვალერი ფიფიას ფილმის “ბოლო ნახატის” პრემიერა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები