ლავროვმა მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების გამო ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების გამო ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა. რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ უკრაინაში 2014 წლის ივლისში ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი თვითმფრინავი რუსული საზენიტო დანადგარით ჩამოაგდეს, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინაში რუსეთიდან გადაისროლეს, ხოლო შემდეგ ისევ რუსეთში დააბრუნეს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასკვნებს მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული  უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები