ავღანეთში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

15 მშვიდობიანი პირი დაიღუპა და 13 დაიჭრა ავღანეთში შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. ამის თაობაზე სააგენტო „როიტერი“ ავღანეთში გაეროს მისიაზე დაყრდნობით იუწყება.
ავიაიერიში ნანგარჰარის პროვინციაში განხორციელდა. ოპერაციის მიზანი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ განადგურება იყო.
„ავღანეთში გაეროს მისია მოუწოდებს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ყველა ძალას საერთაშორისო ჰუმანიტარული წესები დაიცვას“ – ნათქვამია UNAMA-ის განცხადებაში.
გაეროს ინფორმაციით, ავიაიერიშის დროს დაღუპულთა შორის სტუდენტები და რამდენიმე მასწავლებელი იყო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავღანეთში დისლოცირებულ საერთაშორისო ძალებს და ავღანეთის მთავრობას ამ ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები