ქეთი დოლიძე – სააკაშვილის საარსებო წყარო დესტაბილიზაცია, აფეთქება და მკვლელობაა

რეჟისორი ქეთი დოლიძე „თავისუფალი ზონის“ წევრების იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა სურდა.

როგორც “კვირასთან” საუბრისას მან განმარტა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამისთვის არანაირი რესურსი არ გააჩნია.
„ჩვენ ძალიან ძლიერი სახელმწიფო გვაქვს. დესტაბილიზაციას ის არასდროს დაუშვებს. ის, რაც სააკაშვილს ყოველთვის სჭირდება და რაც მისი პირიდან არ ამოდის, არის სიტყვა დესტაბილიზაცია, აფეთქება და მკვლელობა. ეს არის მისი, ასე ვთქვათ საარსებო წყარო. ის როგორც ვამპირი, ისეა და მხოლოდ ამით საზრდოობს. მე მას არ ვიღებ სერიოზულად. არც მსოფლიო უყურებს სერიოზულად. ის ხელმოცარული, ავადმყოფი, შიზოფრენიკი კაცია. რა მნიშვნელობა აქვს, რას ლაპარაკობს. დესტაბილიზაციის მოსაწყობად მას არანაირი რესურსი არ გააჩნია“, – განაცხადა დოლიძემ.
“მე შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად”, – ეს განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ გააკეთა.

ორგანიზაციის გლდანის რაიონული განყოფილების წევრები „თავისუფალ ზონას“ ტოვებენ, მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზაციის მოწყობა.

“მიხეილ სააკაშვილს შევთავაზე არჩევნებში ჩვენი რესურსის გამოყენება, ჩვენ ვიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები 2012 წლიდან, მაგრამ ამ ორგანიზაციამ უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას აპირებს, რაშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას”, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ბესო კალაძემ „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ერთად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრები, რომლებმაც ორგანიზაციის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს, გამოკითხვაზე დაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები