არჩილ თალაკვაძე: “თავისუფალი ზონის” განცხადებას სამართალდამცავების რეაგირება მოჰყვება

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე „თავისუფალი ზონის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ორგანიზაციის გამოყენებას დესტაბილიზაციის მოსაწყობად გეგმავდა.
თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავები აუცილებლად დაინტერესდებიან აღნიშნული საკითხით.
„საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას პოზიტიურად აფასებს აშშ-ის ელჩი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ეუთო, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო დემოკრატიული ყოფილიყო და თანაბარ გარემოში წარმართულიყო. რაც შეხება ამ განცხადებას, მოგეხსენებათ, თავადაც ვმუშაობდი შსს-ში, დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ ამ განცხადებაზე ადეკვატურ რეაგირებას და დეტალურად გამოიკვლევენ თუ რამდენად საფუძვლიანია ეს განცხადება და მიიღებენ შესაბამის ზომებს. მე როგორც კანდიდატი, მოველი, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ადეკვატური რეაგირება. რაც შეეხება დესტაბილიზაციის რაიმე მცდელობას, აქამდეც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ერთადერთი გამოსავალი იმ გაკოტრებული პარტიისთვის, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის, რომ რაიმე ხერხებითა და მეთოდებით მოახერხონ და ზიანი მიაყენონ საარჩევნო კამპანიას და არჩევნების შედეგებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ ეს არ გამოუვათ. ხელისუფლება იძლევა ამის გარანტიას რომ არჩევნები ჩატარდეს სტაბილურად და საარჩევნო შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანა და ხელისუფლება გააგრძელებს ფუნქციონირებას.
მე როგორც კანდიდატმა, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ არანაირი შფოთვის და პანიკისთვის საფუძველს ეს განცხადება არ იძლევა. გარდა იმისა, რომ ამაზე მოხდება ადეკვატური რეაგირება სამართალდამცავები ორგანოების მხრიდან. ჩვენ აუცილებლად საქმის კურსში ჩავაყენებთ დამკვირვებლებს და მოკავშირეებს აშშ-ში, რათა მათაც კიდევ ერთხელ გამოთქვან მათი პოზიცია და გაითვალისწინონ ის მცდელობები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ამ არჩევნებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები