კობა კობალაძე “თავისუფალი ზონიდან“ წასულ ახალგაზრდებზე: ასეთ განცხადებას უსაფუძვლოდ არ გააკეთებდნენ

ეს ახალგაზრდები მსგავს განცხადებას უსაფუძვლოდ არ გააკეთებდნენ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ გლდანის მე-20 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე “კვირას“ პრესკლუბში, “თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრების განცხადებებს, რომ მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის თაობაზე მიხეილ სააკაშვილისგან დავალების მიიღეს.
როგორც კობალაძემ “კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, სამართალდამცველებს აქვთ იმისი რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა აღიკვეთოს.
„ეს ახალგაზრდები მსგავს განცხადებას უსაფუძვლოდ არ გააკეთებდნენ, როგორც ჩანს ჰქონდათ კონკრეტული არგუმენტი იმიტომ გადაწყვიტეს მსგავსი ინფორმაციის გახმაურება. დღეს ჩვენს სამართალდამცველებს რეალურად შესწევთ იმისი უნარი, რომ დესტაბილიზაციის მოწყობის ყოველგვარი მცდელობა აღკვეთონ და ქვეყანაში არეულობის მოწყობის უფლება არავის მისცენ. თუ ვინმეს არეულობის მოწყობა შესაძლებლად მიაჩნია, დამიჯერეთ უკან შემოუტრიალდება, საზოგადოებაში იმდენად არის ეს მუხტი მომწიფებული. უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის გაძლიერებაზე და და ალბათ ყველა ჯანმრთელი ძალა ამის მცდელობაში უნდა იყოს, -განაცხადა კობა კობალაძემ.
ამასთან, კობალაძე არ გამორიცხავს, რომ “თავისუფალი ზონის“ წევრების მსგავსად, “ნაციონალურ მოძრაობას“ სხვებიც გაემიჯნონ.
“მე შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად”, – ეს განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ გააკეთა.
ორგანიზაციის გლდანის რაიონული განყოფილების წევრები „თავისუფალ ზონას“ ტოვებენ, მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზაციის მოწყობა.
“მიხეილ სააკაშვილს შევთავაზე არჩევნებში ჩვენი რესურსის გამოყენება, ჩვენ ვიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები 2012 წლიდან, მაგრამ ამ ორგანიზაციამ უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას აპირებს, რაშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას”, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ბესო კალაძემ „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ერთად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრები, რომლებმაც ორგანიზაციის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს, გამოკითხვაზე დაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები