“ნაციონალებს” უჭირთ და არ არის გამორიცხული, იგივე მეთოდს მიმართონ რასაც – 2003 წელს”

ექსპერტ, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი საზოგადოებაა და ხალხი ისევე როგორც “თავისუფალი ზონის წევრები, არ უნდა აყვნენ ამ სცენარს.
მისი თქმით, დესტაბილიზაციის მცდელობაც კი, უარყოფითია არამარტო ქართული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.
“მოგეხსენებათ კელის განცხადება, რომ მისთვის ის სტაბილურობა, რითაც ახლა მიდის პროცესი, მოსაწონი იყო. ეს ფაქტიურად, იყო მითითება, რომ დესტაბილიზაცია მიუღებელია.
“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოვიდა რევოლუციის გზით, წარმატებას ამ გზით მიაღწია. ახლა, გაჭირვება აქვს და არ არის გამორიცხული, იგივე მეთოდს მიმართოს რასაც 2003-ში. რევოლუციური გზა ამ პარტიის ისტორიაში დევს, ამიტომ, გასაკვირი არაა მათგან.
საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ ჩაბმა ამ პროცესში და ცდუნება ბევრნაირი იქნება. ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება. ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი რევოლუციური სცენარისა, არის საზოგადოება, ხალხი არ უნდა აყვეს ამ სცენარს, ისევე როგორც “თავისუფალი ზონის წევრები”,-განუცხადა “პირWელს” საყვარელიძემ.
“თავისუფალი ზონის” გლდანის რაიონული განყოფილების წევრები ორგანიზაციას ტოვებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არჩევნების შემდეგ, ისინი ორგანიზაცია დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდებოდა.
მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია – “საქართველოს ერთგულების სახელით”, რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ, ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზავიის მოწყობა. წყარო:პია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები