ბიძინა ივანიშვილი: შალვა ნათელაშვილი ტიპიური ყვარყვარეა

საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტიპიური ყვარყვარეა, – ამის შესახებ ივანიშვილმა ქვემო ქართლში მედიასთან შეხვედრაზე პატრიოტიზმზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დღესაც ახერხებს “რუსთავი-2” და ნაციონალური მოძრაობა შალვა ნათელაშვილის, ასე ვთქვათ, „რასკრუტკას“ და ეს კაცი “რუსთავი 2” -დან არ ჩამოდის. დღესაც ცდილობს, რომ პარლამენტში შეიყვანონ. ჩემი აზრით, ნათელაშვილი არის ეტალონი, მათი ლიდერის, რომელიც ახლა გაქცევაშია. ნათელაშვილი ტიპიური ყვარყვარეა, რომლის „რასკრუტკას“ ცდილობენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სამშობლო მხოლოდ მიწა და ვენახი არ არის, სამშობლო ხალხია, რომელთანაც გაიზარდე და გიყვარს – ეს არის პატრიოტიზმი.
„და ნახეთ რა დამოკიდებულებაა, როგორ მოატყუონ და შეცდომაში შეიყვანონ ხალხი მაგას ფიქრობენ. ამ მხრივ ეტალონი მაინც ნათელაშვილია. ყვარყვარე ცოტა კომიკური ტიპია, მაგრამ კომიკურობაში ნუ ჩაუთვლით მას მხოლოდ. ყვარყვარე უდიდესი აგრესიის სიმბოლოცაა და უდიდესი სიბორიტისა“,-აღნიშნა ექს-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები