მამუკა არეშიძე: “ნაციონალები“ მუშაობენ იმაზე, რომ “ოცნებას“ არჩევნების გაყალბება დაბრალდეს

“ნაციონალები მუშაობენ იმაზე, რომ “ოცნებას“ არჩევნების გაყალბება დაბრალდეს“, – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ყველაფერი წინასწარაა გათვლილი.
„ნახავთ თქვენ, ეგზიტპოლების მეშვეობით როგორ მოხდება საზოგადოების ცნობიერებაზე მანიპულირება. დაიწყება დღის 12 საათიდან, გამოცხადდება ეგზიტპოლები, რომელთა მიხედვითაც, ვთქვათ იგებს “ნაციონალური მოძრაობა“. მთელი დღის განმავლობაში ეს იქნება საზოგადოების ცნობიერებაში და უცებ 8 საათზე რომ გაირკვევა, მოიგო “ქართულმა ოცნებამ“, რა ამბავი მოჰყვება ამას, ალბათ წარმოგიდგენიათ. გამოვლენ ქუჩაში და იყვირებენ გაგვიყალბეს არჩევნებიო და მერე მოხდება, რაც მოხდება“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები