გიორგი მღებრიშვილი: არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის უფლებების ხელყოფას და არც არავის დავაფარებთ ხელს

თუ ნებისმიერი სამართალდამცველის გადაცდომა გამოვლინდება, რეაგირება მყისიერი და ადეკვატური იქნება. ამის შესახებ შინაგან მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გაუმართლებელია, ერთეული შემთხვევების გამო, პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
“თუ ნებისმიერი სამართალდამცველის გადაცდომა გამოვლინდება, რეაგირება მყისიერი და ადეკვატური იქნება. სისტემაში 40 ათასი პოლიციელი მუშაობს და ერთეული შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა. გაუმართლებელია, ერთეული შემთხვევების გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ – კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე. არ დავუშვებთ, არც ერთი მოქალაქის უფლებების ხელყოფას და არც არავის დავაფარებთ ხელს. მთავარია, ყოველი კონკრეტული შემთხვევა გამოვავლინოთ, რათა ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს, თუმცა ვერც იმას დავუშვებ, უდანაშაულო პოლიციელებს ჩირქი მოეცხოთ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები