24 სექტემბერი
15:00
ბაქსვუდის სკოლაში (წყნეთი) გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საფეხბურთო კლუბი “ვარიორსი”-ს ოფიციალური გახსნა. ღონისძიებას დაესწრებიან: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობა; აუტისტური ცენტრების ხელმძღვანელები; შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები; საბანკო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.