„გუდვილმა“ „თი-ბი-სი“ ბანკს 40 მილიონი ლარი გადაუხადა
”გუდვილი” რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა. გადაწყვეტილება მომრიგებელთა საბჭომ სასამართლოში ჩააბარა. საცალო ქსელის რეაბილიტაციის მმართველი რამდენიმე დღეში დაინიშნება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ”გუდვილს” კრედიტორების მიმართ 40 მილიონამდე ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან, ჰიპერმარკეტების ქსელს 15.5 მილიონი ლარი ”თი-ბი-სი ბანკის” მართებს. მათ შორის, 13.5 მილიონი ლარი „მარშეს“ სესხია, ხოლო 2 მილიონი ლარი კი ”გუდვილის” მფლობელის ქონების გადაფორმებიდან დატოვებული კრედიტი.
”გუდვილსა” და მის კომპანიებს უკვე 40 მილიონამდე ლარის ღირებულების პროცენტები აქვს იმ სესხებზე გადახდილი, რომელთა სანაცვლოდაც ”თი-ბი-სი ბანკმა” ”გუდვილის” კუთვნილი შენობები გადაიფორმა. ბანკს კომპანიების აქტივები სამართლიან ფასში რომ წაეღო, ”მარშე” და ”გუდვილი” გადახდისუუნაროები არ აღმოჩნდებოდნენ და მათ ხელთ არსებული ფინანსური რესურსებით ვალის მომსახურებას იოლად შეძლებდნენ”, – აცხადებენ კომპანიაში.
შპს ”გუდვილი” კომპანიის ქონების საბაზროზე ნაკლებ ფასად შეფასებისთვის ”თი-ბი-სის” სასამართლოში უჩივის.