ირაკლი შიხიაშვილი: სამგორი გათავისუფლდება „მკვლელი“ სახლებისგან

„ბევრი კანდიდატი მხოლოდ პრობლემებზე ესაუბრება ამომრჩეველს, მათი გადაჭრის გზებზე კი არავინ საუბრობს“, – ამის შესახებ სამგორის რაიონის მე-12 ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა.
შიხიაშვილი ე.წ „ხრუშოვკების“ თემას შეეხო. კანდიდატის განცხადებით, მის მიერ ინიცირებულ პროექტს დღეს უკვე მერიაშიც უჭერენ მხარს.
„ხრუშოვკების“ თემა არის ის პროექტი, რომელიც ქალაქს „მკვლელი“ სახლებისგან გაათავისუფლებს და მინიმუმ 20 000 სამუშაო ადგილსაც გააჩენს. მე მოხარული ვარ, რომ მერიაში ცოტა აფუსფუსდნენ ამ პროექტის ჩემგან გაჟღერების შემდეგ.
სწორედ ამაშია საქმე, რომ კარგ წამოწყებას მხარს უჭერენ, თუ კარგად აუხსნი. მე იმედი მაქვს, რომ მხარს აუბამენ ამ თემას. უზნეობაა, როდესაც პრობლემას მხოლოდ ხმების მოსაპოვებლად გამოვიყენებთ. ხშირად ისეთი დაპირებები გაისმის, რომელთა შესრულებაც აბსურდულია.
აუქციონს არ უნდა დაემსგავსოს არჩევნები და კანდიდატები არ უნდა სთავაზობდნენ ხალხს პენსიის ზრდის სხვადასხვა ციფრულ მაჩვენებელს“, -განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო წლიურად 6 მილიონ ლარს იხდის იმ ადამიანების ქირისთვის, რომლებიც ავარიული სახლების გამო გაასახლეს. შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა სისტემურად უნდა გადაიჭრას.
“230 კორპუსი არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, 130-ზე მეტი – უმძიმესი და დიდი საფრთხის შემცველი. ხვალ ეს ადამიანები შეიძლება ქუჩაში დარჩნენ. თუ არ გვექნება კონკრეტული გეგმა, ამ სახლების პრობლემა ერთ დღეს ცუნამივით დაატყდება თბილისს. ეს შესაძლებელია, რომ გაკეთდეს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მკვდარი წერტილიდან დაიძრას“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები