ხვალ მარნეულში სახალხო თეატრების ფესტივალის კვირეული გაიხსნება

24 სექტემბერს, 17:00 საათზე,  ქალაქ მარნეულის  კულტურის სახლში მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სახალხო თეატრების ფესტივალის კვირეული გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალის გახსნის ცერემონიის შემდეგ, წარმოდგენილი იქნება  კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლის, „დაარქვი, რაც გინდა” პრემიერა, გოჩა ხვიჩიას რეჟისორობით, რომელიც ამავე ფესტივალის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი რვა სახალხო თეატრი მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალს  კონკურსის სახე ექნება, სადაც  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, მათ სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.
ღონისძიება მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით იმართება.
სახალხო ფესტივალების ჩატარება მარნეულში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს სახალხო თეატრის წახალისებას და პოპულარიზაციას.
ღონისძიებას  საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები