დღეს მწერალთა სახლში ლაშა სულაკაურის გამოფენა გაიხსნება

დღეს, 23 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში მხატვარ ლაშა სულაკაურის გამოფენა „ოთხივე მხრიდან“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენასთან ერთად, არჩილ სულაკაურის ცნობილი ზღაპრის ,,სალამურას თავგადასავლის’’ ინგლისურენოვანი წიგნის წარდგინებაც გაიმართება. წიგნს წარადგენენ ამერიკელი მთარგმნელი, მწერალი და პოეტი ლინ კოფინი და მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი ვახტანგ მუსხელიშვილი.
საღამოზე მწერალ არჩილ სულაკაურის, პოეტ გიგი სულაკაურისა და მხატვარ ლაშა სულაკაურის ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები