23 სექტემბერი

10:15
ქ. თბილისის „ჰუალინგი თბილისის ზღვის ახალი ქალაქი” სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის” საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება კონფერენცია თემაზე: „ინკლუზიური განათლება“. კონფერენციას გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მისამართი: სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის”

10:15

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კითხვები „პაპუაშვილის საქმის“ განმხილველ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ქონებრივ დეკლარაციასთან, ოჯახის მხრიდან შეძენილი ბინის წარმომავლობა და სავარაუდო გარიგებები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

10:30
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საგზაო შემთხვევების სტატისტიკა და პოლიტიკური პარტიების პროგრამა, სადაც არსად არსად ჩანს გეგმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00

“პირველის პრესკლუბში” საარჩევნო ბლოკ “თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“-ს ლიდერი გოგი თოფაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმდინარე საკითხები, ყოფილი პრემიერის განცხადებები; ივანიშვილისა და უსუფაშვილის ურთიერთბრალდებები; საარჩევნო საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას შეხვდება. 12:00-ზე კი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ანგარიშს ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გააცნობს და პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. მის.: დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. ცენტრალური საარჩევნო კომისია

11:00
სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მაჟორიტარი კანდიდატების გამოწვევა დებატებში. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება. მის: ინგოროყვას ქ.#7

11:30
“პირველის პრესკლუბში” “ნინო ბუჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ივანიშვილის განცხადებები, საარჩევნო და მიმდინარე პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30

„მარშალპრესის“ პრეს–კლუბში „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ თემქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია კორკოტაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვალერი გელაშვილის საქმეზე დამდგარი განაჩენი, 26 მაისის საქმე, მიმდინარე წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესები. მისამარათი: სოლოლაკი, მაჩაბლის 7

12:00

საზოგადოებრივ პრესცენტრში, “მემარცხენე ალიანსის” კრწანისის №7 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ გოხაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საქართველოში მცხოვრები, მხედველობის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემატიკა და მათი გადაჭრის გზები. მისამართი: კოსტავას 68. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642

12:00
„მარშალპრესის“ პრეს–კლუბში ბუტა რობაქიძის დედა, “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოს” წევრი, ია მეტრეველი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვალერი გელაშვილის საქმე, 26 მაისის საქმე, მიმდინარე წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესები. მისამართი: სოლოლაკი, მაჩაბლის 7

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები