ანსამბლი „ლილე“ ესპანეთში გრან-პრის მფლობელი გახდა

ესპანეთის  ქალაქ ლორეტ დე მარიში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლილე” მონაწილეობდა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ანსამბლი გრან-პრის მფლობელი გახდა. „ლილემ“ მსოფლიოს უამრავ კოლექტივს აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ჯერ კიდევ გუშინ ორგანიზაცია „ქალთა თანადგომამ“ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ანსამბლის ფოტოები წარწერით: „ანსამბლ “ლილეს” ძალიან წარმატებული გამოსვლა კონკურსზე! ველოდებით ჯილდოს“!
ესპანეთში „ლილე“ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა თანადგომას” ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, ს.ს. “ლიბერთი ბანკის” და ა(ა)იპ “ლურჯი ფრინველის” ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები