მარნეულის საოლქო კომისია “ნაციონალურ მოძრაობას” კანონდარღვევაში ადანაშაულებს

მარნეულის N22-ე საოლქო საარჩევნო კომისია “ნაციონალურ მოძრაობას” კანონდარღვევაში ადანაშაულებს.
საუბარია პარტიის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო მასალაზე.
მათი განმარტებით, მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის ბანერებს არ აქვს მითითებული შემსრულებელი კომპანია, ტირაჟი და სამუშაოს შესრულების თარიღი. გარდა ამისა, სააგიტაციო მასალა განთავსებულია ისეთ ადგილებზე, რომელიც კანონით არ არის დაშვებული. საოლქო კომისიამ შესაბამისი სანქციების გატარების მოთხოვნით, ზედამხედველობის სამსახურს უკვე მიმართა.
აღნიშნული საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”. თავად იმამკულიევი კანონდარღევის ფაქტს უარყოფს.
“აღნიშნულ ბანერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარწერა, თუ ვის მიერ არის დაკვეთილი. ასევე, შემსრულებელი და გამოშვების თარიღი. შესაბამისად, ტირაჟი არ არის აღნიშნულ ბანერზე დატანილი”, – აცხადებენ კომისიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები