თამარ ხულორდავა: პრემიერის გამოსვლა ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრ თამარ ხულორდავას განცხადებით, გაერო-ს 71-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძალიან წარმატებული იყო.
„ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო. მან ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო კურსს, რომ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებშია. რა თქმა უნდა, შეეხო უმნიშვნელოვანეს საკითხს, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა და ამ მიმართულებით ყველას უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდა“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები