თინა ხიდაშელმა გია ცაგარეიშვილს პარტიიდან პარტიაში მოხტუნავე უწოდა

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს გია ცაგარეიშვილს პარტიიდან პარტიაში მოხტუნავე უწოდა.
ხიდაშელისგან აღნიშნული შეფასება ცაგარეიშვილმა იმ განცხადების გამო მიიღო, როდესაც თქვა, რომ თინა ხიდაშელს კრიტიკული განცხადებები ხელისუფლების მისამართით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს უნდა გაეკეთებინა.
„გიორგი ცაგარეიშვილზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. საერთოდ პარტიიდან პარტიაში მოხტუნავე ადამიანები ნაკლებად მაინტერესებს ჩემზე რას იტყვიან. მთავარი ეს არ არის, მთვარია ამნეზია არ დაგვემართოს და უამრავი განცხადება შეგიძლიათ ნახოთ, რომელსაც მე ამ 4 წლის განმავლობაში ვაკეთებდი“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები