თამარ ჩუგოშვილი: მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას მნიშვნელოვანს უწოდებს „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი.
„ვფიქრობ,რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო დასმული მის სიტყვაში, პირველ რიგში, მთავარი ნაწილი დაეთმო იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს აქვს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მაგალითად, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის განვითარების თუ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონს, სადაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სერიოზულად განვითარდება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზის ფუნქციის განხორციელება ეფექტურად მოხდეს და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევას და იმაზე, თუ გაეროს რა შეუძლია გააკეთოს, მაგალითად დევნილ პირებთან მიმართებით ეფექტური ზომების მისაღებად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა ყურადღების გამახვილება პრემიერის გამოსვლაში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები