“პრემიერი გაეროში ისეთ პრობლემურ საკითხებს შეეხო, რომელიც საქართველოს წინაშე დგას”

“ქართული ოცნების” წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისეთ პრობლემურ საკითხებს შეეხო, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.
ცქიტიშვილის განცხადებით,  გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია დემოკრატიული განვითარებისა და დემოკრატიული სტანდარტებისა, ახალი კულტურის ჩამოყალიბებისა.
„ჩემის აზრით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. პრაქტიკულად, პრემიერ -მინისტრი შეეხო ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც მთავარია, იმ მიღწევებსაც, რომლებიც, ასე ვთქვათ, საქართველოს წინაშეა. მან წარმოაჩინა საქართველო, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც არა მარტო მიმღებია გარკვეულწილად საერთაშორისო მხარდაჭერის, არამედ სრულფასოვანი მონაწილეა საერთაშორისო პროცესების და სრულფასოვანი პარტნიორი ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ პრემიერი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის მიმდინარე რეფორმები ქვეყანაში, რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა ქვეყანაში წინა სააერჩევნო გარემოს, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია დემოკრატიული განვითარების და დემოკრატიული სტანდარტების, ახალი კულტურის ჩამოყალიბების“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები