ბრაზილიაში ფინანსთა ყოფილი მინისტრი დააკავეს

ბრაზილიის პოლიციამ ფინანსთა ყოფილი მინისტრი გიდო მანტეგა დააკავა. ყოფილი მაღალჩინოსანი კორუფციის ფაქტების გამოძიების საქმეზე იყო დაკავებული.
ფინანსურ სკანდალში ბრაზილიის ნავთობის კომპანია “პეტრობრასი“ ფიგურირებს. მანტეგა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი იყო.
ფინანსთა ყოფილი მინისტრის დაკავებამდე ორი დღით ადრე ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტი ლუიზ ინასიო ლულა და სილვა გაასამართლეს. ის საინჟინრო კომპანიისგან უკანონოდ 1 მილიონ დოლარის მიღებაშია ბრალდებული.
საერთო ჯამში ამ საქმეზე რვა პირია დაკავებული და კიდე 32 იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები