ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი გაიხსნება

23 სექტემბერს, 11 საათზე „ექსპო-ჯორჯიაში“ ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი Ethno fest – 2016 გაიხსნება, რომელიც 25 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.
როგორც „კვირას“ სამიტის ორგანიზატორებმა განუხადეს, ღონისძიება ხორციელდება „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ პროექტის – „ტრადიციული რეწვა, პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის“ და ევროკავშირის პროექტის Investing in People პროგრამის ფარგლებში.
ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი არის ხელნაკეთი ნივთების პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენა სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანია:
ტრადიციული ხელოსნობის და გამოყენებითი ხელოვნების უძველესი ტრადიციების შენარჩუნება და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება;
საერთაშორისო ბაზარზე ქართული ტრადიციული რეწვის ნაწარმის ცნობადობის გაზრდა;
საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების ოსტატებისთვის მოტივაციის ამაღლება, მათთვის ახალი კონტაქტებისა და ახალი საბაზრო პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა;
ამიერკავკასიაში ტრდიციული რეწვის და დიზაინის ბიზნეს ფორუმის ჩამოყალიბება, რომელიც მსგავსი ტიპის სასაჩუქრე-სასუვენირო საერთაშორისო გამოფენა/ბაზრობების სიაში ჩაეწერება.
ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტზე მოწვეულები არიან მაღალი დონის საერთაშორისო „ბაირები“ და ექსპერტები – ასად ავადი, სამერ იამანი, ეკატერინა სისფონტესი, ტრეისი კლიმ კლარკი, სტეისი სტინდლინგერი და კარენ გიფსი, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაოებენ რეწვისა და მდგრადი სოციაულურ ეკონომიკური განვითარების სფეროში და კოორდინირებენ მსოფლიოში ფართოდ აღიარებულ ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო ბაზრობებს.
ექსპერტები დაინტერესებული საზოგადოებისთვის, სამი დღის განმავლობაში, საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესახებ, ჩაატარებენ საჯარო საგანმანათლებლო ტრენინგებს და მასტერკლასებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250-ზე მეტი ქართველი ოსტატი, ასევე ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სლოვაკეთიდან.
პროექტს მხარს უჭერს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ქალაქ თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის საკრებულო, კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია და გამოფენების ცენტრი „ექსპო-ჯორჯია“.
ჩვენ ყოველდღე გაგაცნობთ ღონისძიების დეტალებს. მონაწილეებს და რაც მთავარია, ლითონმქანდაკებლობის, მინანქარის, კერამიკის, ტექსტილისა და ხეზე კვეთის ნაკეთობებს და ოსტატებს მთელი საქართველოდან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები