ერთი თბილისური საღამო – ერთობლივი პროექტის, „ანდრეზების“ პრემიერა გაიმართება

25 სექტემბერს, 19:30 წუთზე, დავით აღმაშენებლის 44-ში, ფოსტის ეზოში, მიშა მდინარაძის, მიშო ჯავახიშვილისა და ჯგუფ „ბარაკას“ ერთობლივი პროექტის – „ანდრეზების“ პრემიერა გაიმართება.
„გავიდა სულ ცოტა დრო და ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით შემოდგომის თბილისს, იმ ადგილებს, ქუჩებს, ეზოებს, სადაც ამ საოცარი ქალაქის ისტორია იწერებოდა. ამაზე თბილისური რა უნდა იყოს?“ – ამბობენ ორგანიზატორები „კვირასთან“ საუბარში.
იოსებ გრიშაშვილის “ძველი თბილისური ლიტერატურული ბოჰემიდან” ამონარიდებს წაიკითხავს ზურა ყიფშიძე – თბილისის მეზვრე.
პროექტში მონაწილეობენ: მიშა მდინარაძე – ქიბორდი.
მიშო ჯავახიშვილი – ვოკალი.
გიგა ლოლაშვილი – დუდუკი, ფანდური, სალამური, აკორდეონი.
დათა ლოკაშვილი – დუდუკი, სალამური, დოლი.
პაკო გუკასოვი – ბასგიტარა.
ირაკლი მენაღარიშვილი – პერკუსია.
პროექტი  ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები