კოტე მახარაძის 90 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს იწყება

დღეს, 14:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, პროექტ „კოტე მახარაძე 90“-ის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიებათა საპრეზენტაციო შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან, მის კოლეგებთან და მეგობრებთან.
ამ ღონისძიებით კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ასოციაცია LEGE ARTIS, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, კოტე მახარაძის დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო წელთან დაკავშირებულ ღონისძიებებს იწყებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 23 სექტემბრიდან დასასვენებელ პარკ „მზიურში“ ნაჩვენები იქნება სპექტაკლების ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც კოტე მახარაძე მონაწილეობდა: 23 სექტემბერი – “ბაგრატიონები“, 24 სექტემბერი – „აკაკი“ 25 სექტემბერი – „ილია“. ჩვენებები 20:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები