მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „სტარტი“ იწყება

23-25 სექტემბერს თბილისში მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „სტარტი“ იწყება.
ფესტივალი ააიპ „სტარტფესტი“ ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით  გაიმართება, რომლის ანალოგიც უამრავ ქვეყანაში ყოველწლიურად წარმატებით ტარდება და რომელსაც ჩვენი დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ფესტივალის ორგანიზატორებმა განუხადეს, საკონკურსო ტურები და გალაკონცერტი  მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობას 6-დან 17 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ და წარმოადგენენ როგორც სასიმღერო, ისე მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. ქართველ შემსრულებლებთან ერთად ხუთი სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტები წარდგებიან მაყურებლის წინაშე.
კონკურსი მოიცავს ორ საშემსრულებლო ტურს, მონაწილეებს შეაფასებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ჟიურის წევრები. გამარჯვებულები გრანდიოზულ გალაკონცერტზე დაჯილდოვდებიან, რომელშიც კონკურსანტებთან ერთად ცნობილი ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. გალაკონცერტი იქნება საქველმოქმედო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები