ლიტერატურული კონკურსი “ალერდი” დაიწყო
დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “ალერდი” 2016“, რომელიც “საინფორმაციო ბანკი – “საქართველოს ახალგაზრდობის” ორგანიზებითა და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
ნამუშევრების მიღება 19 სექტემბრიდან დაიწყო და 14 ოქტომბრამდე გასტანს. თემატიკა – „ახალგაზრდული“.
ლიტერატურული კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, საზოგადოებისათვის გაცნობა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაში ხელის შეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 18 წლიდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. ნამუშევარი უნდა იყოს გამოგზავნილი Word-ის ფაილით, ქართულ ენაზე. პროზაული ნაწარმოები ან ნაწარმოებების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (ფონტი – Sylfaen, ზომა – 12). ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი). თემატიკა – „ახალგაზრდული“. ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: alerdi2016@gmail.com.
პროექტის დროს დაცული იქნება მონაწილეების ანონიმურობა. საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრთა ვინაობაც ცნობილი დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება .
I, II და III ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ სოლიდური პრიზები. ასევე, იქნება სხვა წამახალისებელი პრემიები და რაც მთავარია, გამოვლინდება “ხალხის ფავორიტი” სოციალური ქსელის მეშვეობით. მონაწილეების მოთხრობები განთავსდება Youth Georgia-ს ვებგვერდის (www.youthgeorgia.ge FB/InformationBankYouthGeo) ახალ რუბრიკაში “ლიტერატურული კონკურსი ალერდი 2016”. აქვე მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, ხმა მისცენ საკუთარ რჩეულს. ის ახალგაზრდა, რომელიც კონკურსის დროს ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, “ხალხის ფავორიტი” გახდება. საუკეთესო 20 მოთხრობა წიგნად გამოიცემა.
ლიტერატურული კონკურსი “ალერდი” უკვე მეორედ ტარდება.