რომან ზუკაკიშვილის ახალი პოეტური კრებულის წარდგინება გაიმართება

კვირას, 25 სექტემბერს, 14 საათზე, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში (ლექტორიუმის დარბაზი) გაიმართება რომან ზუკაკიშვილის ახალი წიგნის ,,მწვერვალები ნისლს მიღმა“ წარდგინება.
წიგნი, რომელიც გამომცემლობა „პოლიგრაფმაქსმა“ დასტამბა, გიორიგ ლეონიძის სახელობის ლაურეატი მწერლის მეათე პოეტური კრებულია. მთავარი რედაქტორი  მზია ხეთაგური წინასიტყვაობაში წერს: „ამ ლექსების წაკითხვის შემდეგ აღმოაჩენ, რომ იმაზე მეტს ფიქრობ, ვიდრე ფიქრობდი, იმაზე მეტად გიყვარდება სამშობლო და გიჩნდება პროტესტის გრძნობა, რომელიც აქამდე იქნებ არც გქონია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები