რატომ დაინტერესდა ლედი გაგას პირადი დიზაინერი ნანუკა ჩხეიძის ხელოვნებით?

ძალიან მაგარი სასიხარულო ამბავი მაქვს, ლედი გაგას პირადმა დიზაინერმა, რომელიც ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტის EthnoFest 2016 – ის სპეციალური სტუმარია, 100 მეტი მონაწილიდან აირჩია 15, სადაც მეც მოვხდი, – ფეისბუქით ამცნო ეს ამბავი საზოგადოებას ხელოვანმა ნანუკა ჩხეიძემ.
„კვირამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა მას და სთხოვა, უფრო ვრცლად მოეთხრო სამიტზე და თავად ხელოვანისთვის სასიხარულო ფაქტზე.

  14445317_1303041469706374_840061887_n– ეს არის ხელნაკეთი ნივთების ფართომასშტაბიანი გამოფენა- გაყიდვის პირველი პრეცედენტი საქართველოში, რომელიც გაიმართება „ექსპო-ჯორჯიაში“ 23 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება და 25 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. სამი დღის განმავლობაში მე-6 პავილიონში გაიმართება, საერთაშორისო ექსპერტების და ცნობილი დიზაინერების საჯარო ლექციები და მასტერკლასები.
ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი არაერთი ხელოვანის მიერ შექმნილი უნიკალური და განუმეორებელი ნივთები. სამიტი საშუალებას აძლევს ხელოვანებს,  უფრო ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ისინი, და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
რას გვეტყვით ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტ EthnoFest 2016-ის მონაწილეებზე… 
– ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ, არაერთი  გამოფენა და კულტურული ღონისძიება  ჩატარდა  ამ წლების მანძილზე, თუმცა ასეთი მასშტაბით,  პირველი შემთხვევაა. მონაწილეები,  როგორც მახსოვს,  საქართველოს გარდა, იყვნენ  აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, წელს კი უფრო ფართო ასპარეზი აქვთ სამიტში მონაწილეეებს, რადგან ძალიან ბევრი ქართველი  დიზაინერი თუ ხელოვანი  მონაწილეობს.
– ლედი გაგას დიზაინერში დავით კომას გულისხმობთ? თუ ლედი გაგას მთავარ დიზაინერს?
– სამიტის საპატიო სტუმარია სწორედაც ლედი გაგას პირადი დიზაინერი, როგორც ჩვენ გაგვაცნეს, ასაად ავადი. მის შემოქმედების თაყვანისმცემელთა შორის არიან მადონა და ტიერი მუგლერი. ასაად ავადმა სარეკლამო ბიზნესში 14-წლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად, ხელნაკეთი ნივთების საკუთარი ბრენდი „ავად მადრიდი“ შექმნა და ქალისა და მამაკაცის ხელით დამზადებული მაღალი ხარისხის, ტყავის ჩანთებსა და აქსესუარებს აწარმოებს, რაც  უფრო მეტად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, რადგან მეც უკვე 25 წელია ამ  მასალაზე ვმუშააობ.
– როდის არის ტრენინგები დაგეგმილი და რა ფორმატში წარიმართება?

14408908_1303040989706422_132561381_n– ტრენინგი ჩატარდება 24 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ჩვენ  გვექნება  საშუალება, გვქონდეს ახლო კონტაქტი  ასსადდთან, ჩატარდება ასევე ვორკშოფები და სხვა ღონისძიებები, რომელსაც დაწვრილებით    გაგვაცნობენ ადგილზე მისვლის შემდგომ.
– რას ელით ტრენინგებისგან?
– რადგანაც  თავად ეს დიზაინერი  მუშაობს ტყავზე და ქმნის უნიკალურ ნივთებს, რომელიც ვნახე და ძალიან მომეწონა, გამოირჩევა კრეატიულობით და დახვეწილობით, ვფიქრობ, ძალიან მნიშნელოვანი იქნება მისი გამოცდილების ჩვენთვის გაზიარება, რადგან ასზე მეტი მონაწილიდან მან თავის ჯგუფში  15 აირჩია და აქედან მეც მერგო წილად ეს ბედნიერება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება და ბევრ სიახლეს გაგვაცნობს, რაც შემდგომში ჩემს შემოქმედებაზეც აისახება.
– სხვა რა სპეციალური ღონისძიებები იგეგმება?
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასადი გეგმავს რამდენიმე ხელოვანის სახელოსნოს მონახულებას, სადაც ალბათ საინტერესო საუბრები და დისკუსიები გაიმართება. იქნება საჯარო ლექციები და გამოცდილების გაზიარება, მასტერკლასები და სხვა.
– თქვენ არაჩვეულებრივ ხელნაკეთ ნივთებს ქმნით
– უკვე 25 წელზე მეტია, რაც  ამ საოცარ მასალას ვიყენებ. ეს არის ტყავი, რისგანაც ვქმნი  თითქმის ყველაფერს, ბეჭდებს, საყურეებს,  ყელასაბამებს,  ქამრებს, ჩანთებს, საფულეს, სათვალის ბუდეს, პორტსიგარს, ზარდახშებს, ჩარჩოებს, სახლის დეკორის ნივთებს თუ სხვა სუვენირებს, რაშიც დომინიებს ტყავი სხვა მასალათა შეთანხმებით, როგორიცაა ლატუნი, ხე, ბამბუკი, ბუნებრივი ქვები  და რაც  კი მომეწონება და შევუხამებ.
 – ამ ბოლო დროს ახალი რა შექმენით?
14429320_1303040979706423_1796071653_n
– ამ ბოლო დროს საზღვაგარეთისთვის შევქმენი არაერთი ნივთი, ძირითადად, ჩანთები, ყელსაბამები, ბეჭდები, ლონდონში, ისრაელში, იტალიაში თუ საბერძნეთში, ამერიკაში, საფრანგეთში დაიდეს ბინა, ამჟამად ამერიკის ერთ-ერთ შტატში  ჩემი ნამუშევრები  განთავსებულია არტგალერეაში, სადაც დამთვალიერებელს მისი შეძენის საშუალება აქვს.
ვმუშაობ ინოვაციებზე, რასაც ჯერ არ დავაანონსებ  და ჩემს ერთგულ მომხმარებელს თუ შემოქმედების დამფასებელს მალე წარვუდგენ.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები