მადამ ტუსოს მუზეუმში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ცვილის ფიგურები დააშორეს

მას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის ჰოლივუდის მსახიობების ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების შესახებ გახდა ცნობილი, წყვილის ცვილის ფიგურები ლონდონის მადამ ტუსოს მუზეუმშიც დააშორეს.
ამჯერად, დამთვალიერებელს მათი ნახვა ცალ-ცალკე შეეძლება. ანჯელინა ჯოლის ფიგურა ნიკოლ კიდმანის გვერდით, ბრედ ბიტის კი – მორგან ფრიმანის სიახლოვეს განთავსდება.
„გუშინ გავრცელებულ ახალ ამბავზე, რომელიც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინებას შეეხებოდა, სწრაფად მოვახდინეთ რეაგირება. წყვილის ცვილის ფიგურები, რომელიც მუზეუმში 2013 წელს განთავსდა, ერთმანეთს დავაცილეთ და ამჟამად, ისინი გარკვეული მანძილით იქნებიან დაშორებული. ანჯელინა ნიკოლ კიდმანის, ხოლო ბრედ პიტი მორგან ფრიმანის კომპანიონი იქნება“, – განაცხადა მადამ ტუსოს მუზეუმის სპიკერმა.

ad220125006

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები