კანადის ერთ-ერთი პროვინციის სკოლებში ევაკუაცია განხორციელდა

კანადაში, ედვარდ აილენდის პროვინციაში „პოტენციური საფრთხის“ გამო სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლეთა და პედაგოგთა ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
პოლიციამ სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლეები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ედვარდ აილენდის პროვინციაში საერთო ჯამში სკოლებსა და ინსტიტუტებში 19 ათასი ბავშვი სწავლობს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ჰალიფაქსში ანონიმური ზარის შემდეგ კოლეჯის და უნივერსიტეტის ევაკუაცია მოხდა. შესაბამისმა სამსახურებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები