ჩეჩენი პროკურორი მოსკოვის ქუჩაში ჰაერში გასროლისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

ჩეჩნეთის პროკურატურის თანამშრომელი მაგომედ გუჩიგოვი მოსკოვის ქუჩაში მიმავალი საქორწილო კორტეჟიდან ჰაერში სროლის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გუჩიგოვმა ფიცი დაარღვია და „პროკურატურის თანამშრომლის ღირსება შელახა“.
აღნიშნული ფაქტი მოსკოვში 11 სექტემბერს მოხდა. საქორწილო კორტეჟი, რომლიდანაც ჰაერში ცეცხლი გაიხსნა, პოლიციამ გააჩერა. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გუჩიგოვმა პოლიციელებთან საუბრისას ისიც დამალა, რომ პროკურატურის თანამშრომელი იყო.
მოსკოვში საქორწილო კორტეჟებიდან სროლასთან დაკავშირებული ინციდენტები ადრეც მომხდარა. ამ ფაქტებზე, ძირითადად, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან ჩასულ პირებს აკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები