ყირგიზეთში გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს

ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტის გამნაღმველებმა ბიშკეკში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს. ამის შესახებ ყირგიზეთის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, საეჭვო ნივთები მაჰათმა განდის და პერვომაისკის ქუჩების გადაკვეთაზე აღმოაჩინეს. ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა პოლიეთილენის პარკები აღმოაჩინეს და გამნაღმველები გამოიძახეს.
ამ ადგილის მახლობლად მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულები იყვნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა მესანგრეებმა სპეციალური წყლის ჭავლის მეშვეობით გააუვნებელყვეს.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები