დამასკოს მახლობლად სირიის სამთავრობო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სირიის სამთავრობო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი დამასკოს მახლობლად ჩამოვარდა. ამის შესახებ „როიტერი’ იუწყება. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ტექნიკური გაუმართაობა, თუ თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ უკვე განაცხადეს, რომ  თვითმფრინავი მათ  გაანადგურეს.
სირიის სამთავრობო ძალები თვითმფრინავის ჩამოგდებას არ ადასტურებენ და მომხდარის მიზეზებს არ ასახელებენ. დამასკოს ინფორმაციით, თვითმფრინავის პილოტი ევაკუირებულია.
რამდენიმე დღის წინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ დეირ-ეზ-ზორის მახლობლად ასევე საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები