ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ასობით სახლი დაზიანდა. წყალდიდობა ინდონეზიის დედაქალაქიდან 200 კილომეტრში, გარუთის რაიონში მოხდა. მისი მიზეზი ძლიერი წვიმები გახდა.
ამჟამად დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მასში სამხედროებიც მონაწილეობენ. 1000-მდე ადამიანი სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია.
14445468_10206852678667134_177325444_n 14328921_10206852678627133_308130728_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები